Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ინგა გრიგოლია - 2 ოქტომბერს ქუჩაში გამოსვლა გარდაუვალი იქნება

თუ არჩევნები ობიექტურად ჩატარდება, აბსოლუტური უმრავლესობით პარლამენტში ვერც ერთი პარტია ვერ მოვა; ვფიქრობ, რომ ქუჩაში გამოსვლა გარდაუვალი იქნება , - ეს განცხადებები 'ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის' გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ინგა გრიგოლიამ დღეს გააკეთა.
'ამ ეტაპზე 'ნაციონალური მოძრაობა' ასპარეზიდან ვერ გაქრება, მაგრამ არის შანსი, რომ ვეღარ მოვიდეს უმრავლესობით. ვფიქრობ, რომ 2 ოქტომბერს ქუჩაში გამოსვლა გარდაუვალი იქნება, რადგან დათმობას არც ერთი მხარე არ აპირებს', - აცხადებს გრიგოლია.
ამასთან, მისივე თქმით, განცხადება იმის შესახებ, რომ თუ კონკრეტული პარტია არჩევნებში სასურველ შედეგს ვერ მიიღებს, აქციებს გამართავს, არის წაგებაზე მიმართული ორიენტაცია.
გლდანში ქდმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატი ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ ხელისუფლება გლდანში არჩევნების გასაყალბებლად სერიოზულად ემზადება.
მისი თქმით, საარჩევნო შტაბში მასთან არაერთი ადამიანი მივიდა, რომელმაც განუცხადა, რომ 'ნაციონალური მოძრაობის' დავალებით სთხოვენ პირადობის მოწმობის ნომრებს და ასევე არჩევნებზე მიუსვლელობას.
გრიგოლიას განმარტებით, ხელისუფლება ცდილობს, საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების, სკოლების დირექტორების და მასწავლებლების საშუალებით მოიპოვოს ხმების რაოდენობა.
ინგა გრიგოლია დღესვე 'საზოგადოებრივი მაუწყებლის' ეთერში დაგეგმილ დებატებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ეთერი ოთხივე პარტიის წარმომადგენელმა უნდა გამოიყენოს, რომ საზოგადოებამ მათ შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოს. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels