Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ინდოეთში მყოფი ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დღეს დაბრუნდებიან

 

ინდოეთში მყოფი ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დღეს დაბრუნდებიან. ორთვენახევრიანი პატიმრობის შემდეგ ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნებამდე თურქეთში გემთმფლობელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდებიან და სახელფასო დავალიანებას მოსთხოვენ.

ამ დროისთვის საქართველოს 8 მოქალაქე სტამბულის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ თურქული დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ინდოეთის ოკეანეში კატასტროფა ორი თვის წინ განიცადა, ხომალდი კლდეს დაეჯახა და ჩაძირვა დაიწყო.

ეკიპაჟის 25 წევრი, მათ შორის რვა ქართველი ინდოეთის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ და მათ გარეთ გასვლის უფლება არ ჰქონდათ.

დოკუმენტაციის მოგვარების შემდეგ კი ეკიპაჟის წევრები თურქეთში გაემგზავრნენ.

geonews.ge

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels