Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ინტერნეტში კომენტარებსა და ინფორმაციებს ინტერნეტ-სპეცრაზმი გააკონტროლებს

შეიქმნა ტაჯიკეთის კავშირგაბმულობის განყოფილებასთან არსებული ინტერნეტ-სპეცრაზმი, რომელიც ინტერნეტში გავრცელებულ კომენტარებსა და ინფორმაციებს გააკონტროლებს. ამის შესახებ კავშირგაბმულობის სამსახურის უფროსმა ბეგ ზუხუროვმა განაცხადა.

ზუხუროვის თმით, ახალი ამბებისა და სტატიების კომენტირებისას ინტერნეტმომხმარებლები უცენზური სიტყვებს იყენებენ „რესპუბლიკაში ცნობილი პიროვნებების მიმართ, ცილს სწამებენ მათ და შეუარცხყოფას აყენებენ'. სპეცრაზმი სწორედ ასეთ კომენტარებს გამოავლენს.

ჩინოვნიკმა ასევე აღნიშნა, რომ ასეთი კომენტარების ავტორები „ტაჯიკი ხალხის მტრებისგან ფულს იღებენ და ეს მათი ბიზნესია, როცა სამშობლოს ფულზე ყიდიან' - განაცხადა მან.

ზუხუროვს არ დაუკონკრეტებია, როგორ დაისჯებიან ხელისუფლებისთვის მიუღებელი კომენტარების ავტორები.

„არ ვიცი, ალბათ, მათ სწორ გზაზე დააყენებენ' - განაცხადა ჩინოვნიკმა.
მიუღებელი კომენტარი, ასევე, შეიძლება ამა თუ იმ ინტერნეტ-რესურსის დაბლოკვის საფუძველიც გახდეს.

მაგალითად, მარტის თვეში ტაჯიკეთში დაბლოკეს Facebook. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ინტერნეტში, რესპუბლიკაში მოსალოდნელი რევოლუციის შემდეგ სტატია გავრცელდა, მომხმარებლებმა კი მისი განხილვა სოციალურ ქსელებში დაიწყეს.

internet.ge

ე.შ

 

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels