Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ირაკლი ალასანია - დასავლელი პარტნიორები 'ყურში ჩურჩულის პოლიტიკიდან' ღია განცხადებებზე გადავიდნენ

'თავისუფალი დემოკრატების' ლიდერი ირაკლი ალასანია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის საქართველო-ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
'ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ყურში ჩურჩულის პოლიტიკა დაასრულეს და ღია განცხადებებზე გადავიდნენ', - განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს დღეს, გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში, მოსახლეობასთან შეხვედრისას.
ალასანია დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხის ერთსულოვნებითა და საერთაშორისო მხარდაჭერით, საქართველოში საარჩევნო კოდექსი შეიცვლება და თავისუფალ არჩევნებში მისი გუნდი ხელისუფლების დამარცხებას შეძლებს.
ჰილარი კლინტონმა ბერლინში, საქართველო-ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრზე, მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს დასავლეთისადმი მისწრაფებას და მადლობა გადაუხადა ქვეყანას ავღანეთში მისი წვლილისთვის, თუმცა ამავდროულად განაცხადა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა დემოკრატიული კურსი უნდა უზრუნველყოს. 
'ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, განსაკუთრებით საარჩევნო კანონმდებლობის სფეროში რეფორმების განხორციელებაში, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ხელისუფლების სრულყოფილი და დემოკრატიული გადაცემა მომდევნო 2012 და 2013 წლების არჩევნებში', - აღნიშნა კლინტონმა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels