Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ირაკლი ალასანია – სააკაშვილს მომავლის შიში საზოგადოებაში განწყობების რადიკალიზაციისკენ უბიძგებს

'თავისუფალი დემოკრატების' ლიდერის ირაკლი ალასანიას მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილს მომავლის შიში საზოგადოებაში განწყობების რადიკალიზაციისკენ უბიძგებს, რასაც ავტორიტარული რეჟიმის გასამყარებლად გამოიყენებს. ამის შესახებ ალასანიამ ჟურნალისტებს დღეს, პარტიის ოფისში განუცხადა.
მისი მოსაზრებით, ერთ-ერთი ასეთი სქემა, რაც განიხილება სააკაშვილთან, ისაა, რომ სწორედ ამ რადიკალიზაციის პირობებში, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც რადიკალური მოთხოვნებით გამოვა, პრორუსულობა დააბრალოს; ეს მიიჩნიოს, როგორც რუსეთის მცდელობა, შეცვალოს ხელისუფლება და ერთადერთ პროდასავლურ პოლიტიკოსად წარმოაჩინოს თავი, რომელსაც ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების შანსი აქვს.
'ამ შემთხვევაში მე არ მაქვს საუბარი, რომ ოპოზიციის ნაწილსა და სააკაშვილს შორის კონკრეტული შეთანხმებაა; დარწმუნებული ვარ, რომ ეს გეგმა წარმატებით ვერ განხორციელდება, რადგან მსოფლიო საზოგადოება და ქართული საზოგადოებაც მომწიფდა ცვლილებებისთვის და სააკაშვილის მიერ პოლიტიკური პროცესების ძველი მეთოდებით მართვა შეუძლებელია', - განაცხადა ალასანიამ. 
'თავისუფალი დემოკრატების' ლიდერი მიიჩნევს, რომ სააკაშვილს სურს, რეალურად გადაფაროს ის განწყობები, რაც საერთაშორისო საზოგადოებაში დამკვიდრდა მის მიმართ.
'ეს განწყობა ყველასთვის ნათელია - საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებენ სააკაშვილს, საარჩევნო რეფორმაზე დაწყებული მუშაობა, ოპოზიციასთან ერთად, კონკრეტული შედეგით დაასრულოს და მოხდეს ხელისუფლების სრულფასოვანი ცვლილება არჩევნების გზით 2012-2013 წლებში', - აღნიშნა მან. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels