Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას , მოსამართლემ მხედველობაში მიიღო, რომ ირაკლი ოქრუაშვილი მსჯავრდებულია დანაშაულის განზრახ ჩადენისათვის; ამასთანავე, სხვა ბრალდების საქმეზე მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში. 
'ოქრუაშვილს ბრალად ედება ძალადობრივი ხასიათის განზრახ მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა. წარდგენილი ბრალდების თანახმად, მან საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის პერიოდში განზრახ ჩაიდინა დანაშაული, რის გამოც ბრალდებულის მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საშიშროება არსებობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა',-ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. 
ირაკლი ოქრუაშვილს ბრალად ედება უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა და ხელმძღვანელობა. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels