Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ირაკლი სესიაშვილი – ზურაბ ჟვანიას საქმეზე ძალიან ბევრი ადამიანი ისაუბრებს

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიება ქვეყნის პრესტიჟია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა. 
მისი თქმით, ქვეყანა გათავისუფლდა პოლიტიკური ზეწოლისგან და წნეხისგან და ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდება, რომელიც ისაუბრებს კონკრეტულ ფაქტებზე ამ საქმესთან დაკავშირებით.
'ფაქტია, რომ ეს საქმე დახურული არ არის. მას შემდეგ, რაც ქვეყანა გათავისუფლდა პოლიტიკური ზეწოლისგან და წნეხისგან, ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდება, რომელიც ისაუბრებს კონკრეტულ ფაქტებზე ამ საქმესთან დაკავშირებით. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიება და სიმართლის დადგენა და ამ სიმართლის საზოგადოებისთვის მიწოდება არის ქვეყნის პრესტიჟის ამბავი. წინა ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა და საფუძვლიანი ეჭვია იმისა, რომ ეს მიზანმიმართულად მოხდა', - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მისივე თქმით, ახალ ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს ამ საქმის გამოძიება. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels