Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ირაკლი ღარიბაშვილი დედაქალაქის მერისთვის ბრალის წაყენებას ნორმალურ პროცესად მიიჩნევს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას მიმართ ბრალის წაყენებას ეხმაურება და ამ ფაქტს 'ნორმალურ პროცესად' მიიჩნევს. 'ეს ნორმალურია, როდესაც გამოძიებას აქვს კითხვები ამა თუ იმ პირის მიმართ . გიგი უგულავა არის ჩვეულებრივი მოქალაქე. ის არის მაღალი თანამდებობის პირი და მის მიმართ გამოიკვეთა სერიოზული ორი ეპიზოდი. ამასთან დაკავშირებით მან უნდა გააკეთოს განმარტებები. ეს ნორმალური პროცესია', - განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
რაც შეეხება იმას, მოხდება თუ არა დღეს გიგი უგულავას დაკავება, შს მინისტრმა კონკრეტული პასუხისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ 'ამას მოგვიანებით გავიგებთ'.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels