Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ირაკლი ღარიბაშვილი - აბა რა ეგონა მერაბიშვილს?

აბა რა ეგონა მერაბიშვილს? იფიქრა მის კადრებს დავტოვებდი? ან იქნებ მისი მოადგილეებიც დამეტოვებინა თანამდებობებზე? ასე შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 'ივერონის' კითხვას უპასუხა. ღარიბაშვილი მერაბიშვილის ბრალდებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მან მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნისას დეპარტამენტების უფროსები თანამდებობებიდან მართლაც გაათავისუფლა. შინაგან საქმეთა მინისტრი აღნიშნულ პროცესს ნორმალურს უწოდებს. 

'ნორმალურ ადამიანს არ უნდა გაუჩნდეს ასეთი შეკითხვა. როდესაც იცვლება მინისტრი, საკადრო ცვლილებები არის გარდაუვალი. მე არ ვიცი რას გულისხმობდა ვანო მერაბიშვილი - რა ეგონა მერაბიშვილს? მას სურდა მისი კადრები შემენარჩუნებინა? რა თქმა უნდა, მე შევცვლიდი იმ დეპარტამენტების უფროსებს, რომლებიც ასრულებდნენ მერაბიშვილის პოლიტიკურ დავალებებს. ან იქნებ მისი მოადგილეებიც დამეტოვებინა ?', - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

შეგახსნებთ, რომ 'ნაციონალური მოძრაობის' გენერალურმა მდივანმა ძალოვანი უწყების წამყვანი თანამდებობიდან კვალიფიციური კადრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადება, 'პირველი რადიოს' ეთერში გააკეთა. მერაბიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებებს სამწუხარო უწოდა და განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ადამიანებს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებს.

ივერონი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels