Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ირანი გაეროს შეცდომაში შეყვანას ცდილობს

ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და გაეროს ბირთვულ სააგენტოს შორის ვენაში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო, - იუწყება რადიო „ამერიკის ხმა'.

მისივე ცნობით, ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ოფიციალური პირები ირანს პარჩინის სამხედრო ბაზაზე  საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებას სთხოვენ. გაეროს ეჭვი აქვს, რომ სწორედ ამ ბაზაზე თეირანმა სპეციალური ბუნკერი ააშენა, სადაც ბირთვული აფეთქებების ტესტირებას ახდენს.

ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ჰერმან ნაკარტსის განცხადებით:

„ჩვენ აქ იმისთვის ვიმყოფებით, რომ ირანთან პოზიტიური მიმართულებით მოლაპარაკებები გავაგრძელოთ. ამ ორდღიანი მოლაპარაკებების დანიშნულება შეთანხმების მიღწევაა, რომლის თანახმადაც გადავწყვეტთ იმ სადავო საკითხს, რომელიც სავარაუდოდ, ირანის მიერ ბირთვული პროგრამის სამხედრო დანიშნულებისთვის გამოყენებას ეხება.'

დასავლეთის დიპლომატები აცხადებენ, რომ ირანი დროის მოგებას ცდილობს იმისთვის, რომ გაეროს დამკვირვებლების  ქვეყანაში შესვლამდე ყველა სამხილი გაანადგუროს, რაც იმისი ინდიკატორი იქნება, რომ ირანი ბირთვულ იარაღს ამუშავებს.

Internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels