Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> 'ისეთი შს მინისტრი გვყავს, რომელიც რესტორანს კეტავს და უკანა კარით გადის'

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი მიიჩნევს, რომ რაბათის ციხეს, რომელიც ცოცხალი ტურისტული ადგილი იყო, პერსონალური ბოღმის გამო ებრძვიან. 
გოკა გაბაშვილის თქმით, რაბათის ციხის მიმართულებით აღარ იგეგმება ექსკურსიები.
'პერსონალური ბოღმის ხარჯზე, რაბათის ციხის ფუქნციონირება გაჩერებეულია. რაბათი იყო ცოცხალი ადგილი ტურისტებისთვის, მაგრამ ამ დროისთვის აღარ არის', - განაცხადა გაბაშვილმა. 
ამას გარდა, გამოსვლისას, გაბაშვილმა ყურადღება შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობაზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ მაღალი თანანმდებობის პირი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს გაუსწორდა, თუმცა, ამაზე რეაგირება არ მომხდარა. 
'გვყავს შს მინისტრი, რომელმაც თქვა, რომ 'ცოლის ნათესავები ნათესავები არ არიან', მაგრამ ვხედავთ, რომ პოსტებზე უწყებაში მისი ნათესავები ინიშნებიან. ვხედავთ, რომ მაღალი თანანმდებობის პირები პერსონალური გარჩევებში არიან ჩართულნი და შს მინისტრი რესტორანს კეტავს და ოთხი საათის შემდეგ უკანა კარიდან გადის', - განაცხადა გაბაშვილმა.  

ივერონი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels