Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> 'ისე იმუქრება, როგორც მგელი მულტფილმში 'აბა, დამაცადე!'

ირაკლი ოქრუაშვილის მორიგი ხმაურიანი განცხადებების შემდეგ ლევან გაჩეჩილაძე პოლიტიკური ვნებათაღელვის ეპიცენტრში აღმოჩნდა.

'გაჩეჩილაძე მოღალატეა', - ამბობს ოქრუაშვილი მაისის ბობოქარი მოვლენებიდან 2 თვის შემდეგ. ლევან გაჩეჩილაძე კი ამბობს, რომ 'ასეთ ბრალდებებზე იმუნიტეტი აქვს'. ამ თემაზე კომენტარი მსახიობსა და მომღერალ გია გაჩეჩილაძეს, 'უცნობს' ვთხოვეთ:

- ეს არის უზნეო ადამიანების უსუსური, უსაფუძვლო ბრალდებებით გუშინდელი, უკვე გადაბალახებული დღე. მათი გვარ-სახელების გაგონებაც აღარ მინდა, მით უმეტეს, იმ ადამიანის, ვინც ერთს ამბობს, მეორეს აკეთებს და მესამეს ფიქრობს, აღარ იცის, რა ქნას საკუთარი უძლურების გადასაფარავად. ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ თან იმუქრება ისე, როგორც მგელი ცნობილ მულტფილმში 'აბა, დამაცადე!' ნორმალური ადამიანი მის საქციელს იუმორით თუ შეხედავ. 

- რის გაკეთებას აპირებთ?

- რაც უნდა მოხდეს, ბრძოლას არც მე, არც ჩემი ძმა არ შევწყვეტთ. უკან არ დავიხევთ, ვინც რა უნდა იყბედოს'.

.ambebi.ge

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels