Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა მემარჯვენე ალიანსმა გაიმარჯვა

ისრაელის პრემიერ-მინიტრმა ბენიამინ ნეთნიაღუმ, საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი კოალიციის გამარჯვების შესახებ განაცხადა. 
ხმის მიცემის დასრულების შემდეგ ნეთანიაღუმ აღნიშნა, რომ მისი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი ირანის ბირთვული პროგრამა იქნება. 
მისი თქმით, ახალი ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ირანს არ მისცეს ბირთვულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შესაძლებლობა. 
არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით მმართველი მემარჯვენე ალიანსი, რომელსაც სათავეში ბენიამინ ნეთანიაღუ უდგას, ქნესეთში უმრავლესობას ინარჩუნებს, მაგრამ ის ნაკლებად გავლენიანი იქნება. 
ნეთანიაღუს ბლოკი ქნესეთში 42-ის ნაცვლად 31 მანდატს მიიღებს. მემარცხენე ცენტრისტული 'ეშ ატიდი' (არის მომავალი) მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო მესამეზე შრომის პარტიაა. 
ანალიტიკისები ფიქრობენ, რომ ახლი მთავრობის ფორმირებისთვის საკმაოდ ძნელ მოლაპარაკებებს ექნება ადგილი.
არჩევნებში სულ 32 პარტია მონაწილეობდა. 120 ადგილიან ქნესეთში ის პოლიტიკური სუბიექტები მოხვდებიან, რომლებმაც 2%-იანი ბარიერი გადალახეს. 
არჩევნების ოფიციალური შედეგები 30 იანვარს გამოქვეყნდება.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels