Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ისრაელი საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს ინარჩუნებს

ისრაელი საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს ინარჩუნებს და იმედოვნებს, რომ რუსეთი ასევე ყურადღებით მოეკიდება ისრაელის ინტერესებს მესამე ქვეყნებთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის დაგეგმვის დროს.

ამის შესახებ „რია ნოვოსტის' ისრაელის ევრო-აზიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იაკობ ლივნემ განუაცხადა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობებს კურირებს.

„ისრაელმა საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდება, მათ შორის რუსული მხარის თხოვნის საფუძველზეც, შეწყვიტა. ჩვენ დღემდე ვინარჩუნებთ ამ ხაზს. ვიმედოვნებთ და მოველით, მოსკოვის მსგავს გადაწყვეტილებებს იმ თხოვნებთან დაკავშირებით, რომელიც ებრაული მხარის მიერ გამოითქმის,' - განაცხადა ლივნემ და დასძინა, რომ დღეს როგორც იერუსალიმში, ისე მოსკოვში მეორე მხარის ინტერესების უკეთესი გაგება არსებობს.

Internet.ge 

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels