Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ისრაელმა საქართველო საშიში ქვეყნების სიაში ისევ შეიყვანა

ისრაელმა საქართველო საშიში ქვეყნების სიაში ისევ შეიყვანა. ამის შესახებ ისრაელის მედია იუწყება. 
ისრაელის ტერორიზმთან ბრძოლის შტაბმა საქართველო და სომხეთი იმ ქვეყნების ჩამონათვალში დასახელა, სადაც შესაძლოა, ებრაელები მოიტაცონ ან მათ წინააღმდეგ ტერაქტები განახორციელონ. შტაბი ისრაელის მოქალაქეებს ურჩევს, პესაქის დღესასწაულის წინ ამ ქვეყნებში ჩასვლისგან თავი შეიკავონ. 
შტაბის სპეციალისტების ვარაუდით, ჩამონათვალში დასახელებულ ქვეყნებში საფრთხე 'ჰეზბოლას' ან 'ჰამასის' ტერორორისტებისგან გამომდინარეობს. იქ მიაჩნიათ, რომ ამ საფრთხეს ირანთან საქართველოს და სომხეთის მჭიდრო კავშირი განაპირობებს.
სიაში ასევე შეიყვანეს სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები - აზერბაიჯანი და ტაჯიკეთი. თურქმენეთი კი ამ ეტაპზე სიიდან ამოიღეს. 
საქართველო და სომხეთი საშიში ქვეყნების ჩამონათვალში ისრაელმა 2011 წლის 11 თებერვალს ერთხელ უკვე შეიტანა. იმ დროს ეს ნაბიჯი 'ჰეზბოლას' ერთ-ერთი ლიდერის, იმად მუნგიეს ლიკვიდაციის სამი წლისთავთან იყო დაკავშირებული. ჩამონათვალიდან საქართველო 24 თებერვალს ამოიღეს.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels