Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ისრაელმა საქართველო სახიფათო ქვეყნების სიაში კვლავ შეიყვანა

 

ისრაელმა საქართველო სახიფათო ქვეყნების სიაში კვლავ შეიყვანა. აღნიშნულის შესახებ 'Isra.com' იუწყება. გამოცემა წერს, რომ ისრაელის ანტიტერორისტულმა შტაბმა საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, სადაც ებრაელებისთვის გამგზავრება სახიფათოა.

ისრაელის ტერორიზმთან ბრძოლის შტაბი თანამემამულეებს საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

'თუ აუცილებლობის შემთხვევაში მაინც გადაწყვეტთ ამ ქვეყნებში ვიზიტს, გირჩევთ მაქსიმალური სიფრთხილე და დაკვირვება გამოიჩინოთ', - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია ასევე ისიც, რომ  ისრაელი საქართველოს კვლავ 'გრუზიად' მოიხსენიებს.

'მართალია საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურად ითხოვს, ეომ სახელწოდებად 'ჯორჯია' გამოვიყენოთ, თუმცა 'გრუზია' ჩვენი აზრით, უკეთ ჟღერს', - განმარტავენ ისრაელის ტერორიზმთან ბრძოლის შტაბში.

ჯეონიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels