Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ისრაელს ნებისმიერ მომენტში შეუძლია ირანის დაბომბვა

ისრაელი მზადაა ნებისმიერ დროს ირანის ბირთვული ობიექტების დასაბომბად, თუკი შესაბამის ბრძანებას მიიღებს, - განაცხადა ისრაელის არმიის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენი ჰანცმა ადგილობრივი გაზეთის „ედიოტ ახპონოტ'-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

„ჩვენ ვთვლით, რომ ირანი, ბირთვული შეიარაღებით, საშიშ ქვეყნად იქცევა მსოფლიო საზოგადოებისთვის და ისრაელმა ეს უნდა შეაჩეროს', - განაცხადა მან.   ბენცმა აღნიშნა, რომ მისი სიტყვები სრულიადაც არ ნიშნავს, ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების უსწრაფესად განვითარებას, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ისრაელი მზადაა ნებისმიერ დროს შეტევისათვის.  
Internet.ge 

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels