Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ისრაელში ჩასულ ტურისტებს დაკტილოსკოპიის გავლა მოუწევთ

ყველა ტურისტი, რომელიც ისრაელში ჩასვლას გადაწყვეტს, აეროპორტში დაკტილოსკოპიის პროცედურას გაივლის . უცხოური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სავალდებულო დაკტილოსკოპია ისრაელის პარლამენტმა დააკანონა. 
დაკტილოსკოპია წარმოადგენს მეთოდს, რომელიც გამოიყენება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში პირის იდენტიფიკაციისთვის. 
როგორც კანონმდებლები ამბობენ, ეს პროცედურა საშუალებას იძლევა, ისრაელის საზღვართან უფრო სერიოზული შემოწმება თავიდან იყოს აცილებული. არის შეთხვევბი, როცა ლამაზ ქალბატონებს იმიტომ არ უშვებენ ისრაელში, რომ ძალიან ლამაზები არიან ან კიდევ, როელიმე ტურისტი მხოლოდ იმის გამო ვერ კვეთს საზღვარს, რომ მას ჯიბეში მხოლოდ ხურდა ფული უყრია. 
'ამ პროცედურის გავლის შემდეგ შესაძლებელია ტურისტის დოსიეში ჩახედვა და ნათელი გახდება, რას წარმოადგენს იგი',- ამბობს ისრაელის ტურიზმის მინისტრი.
ისრაელში ფიქრობენ, რომ დაკტილოსკოპიის სავალდებულო პროცედურა ისრაელში იმ უცხოელების იდენტიფიკაციას გაამარტივებს, რომლებიც ისრაელში უბედური შემთხვევების დროს დიღუპნენ ან ტერაქტის მსხვერპლნი გახდნენ. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels