Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> იტალიამ საფრანგეთს ღვინის წარმოებაში პირველობა ჩამოართვა

იტალიამ საფრანგეთს ღვინის წარმოებაში პირველობა ჩამოართვა. ამის შესახებ ევროკომისიის და იტალიის სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის- Coldiretti-ს მონაცემები მოწმობს. თავის დროზე, საფრანგეთმა იტალიას ეს წოდება 2007 წელს წაართვა. 

2010 წელს იტალიამ 4.96 მლრდ ლიტრი ღვინო აწარმოა, ხოლო საფრანგეთმა - 4.62 მლრდ. ლიტრი. საფრანგეთში ღვინის წარმოება შემცირდა, მაშინ როდესაც იტალიამ მოახერხა შარშანდელი მაჩვენებელი შეენარჩუნებინა. 

ევროპაში ღვინის წარმოების ლიდერების სამეულში შედიან: იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი.

აშშ, გერმანია და დიდი ბრიტანეთი კი იტალიური ღვინის ყველაზე მსხვილი იმპორტიორებია.


ambebi.ge

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels