Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> კადაფი ლიბიის ტელევიზიით გამოჩნდა

ლიბიის სახელმწიფო ტელევიზიამ მუამარ კადაფისა და ტომთა უხუცესების შეხვედრის კადრები აჩვენა და ამით პოლკოვნიკის გარდაცვალების შესახებ ჭორები უარყო. 
როგორც ლიბიის სახელმწიფო ტელევიზია იტყობინება, ტომთა უხუცესებმა კადაფის ერთგულება შეფიცეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კადაფიმ უხუცესების მხარდაჭერა დაკარგა. 
ამ კადრების გავრცელების შემდეგ ნატო-ს ავიაციამ ბაბ ალ-აზიზიას ბაზაზე მდებარე კადაფის რეზიდენციაზე ოთხი სარაკეტო დარტყმა განახორციელა. ჯერჯერობით დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ მონაცემები არ ვრცელდება.
ლიბიის სახელმწიფო ტელევიზიით კადაფი პირველად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც 10 დღის წინ ნატო-ს საავიაციო იერიშს კადაფის ვაჟი და სამი შვილიშვილი ემსხვერპლა.
ვრცელდებოდა ხმა, რომ ნატო-ს პირველი მაისის თავდასხმის დროს თავად კადაფიც დაიღუპა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels