Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> 'კავკასია 2012' დღეს იწყება

რუსეთი დღეს მასშტაბურ სამხედრო წვრთნას, 'კავკასია 2012'-ს იწყებს. რუსული მედიის ინფორმაციით , ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კავკასიაში სწავლების პირველ ეტაპს პირადად დააკვირდება. 
მანევრებს დააკვირდება რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვიც. 
წვრთნები რუსეთის სამხრეთით გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 8000 სამხედრო, 200 საბრძოლო მანქანა, 100 საარტილერიო დანადგარი და 10 საბრძოლო გემი და კატარღა მიიღებს. 
სწავლებები ორ ეტაპად, ოთხ სხვადასხვა პოლიგონზე და შავი და კასპიის ზღვის აკვატორიებში გაიმართება. სწავლებები 23 სექტემბერს დასრულდება. 
ფაქტმა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რუსული სამხედრო წვრთნა საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე იმართება, ქართული მხარის შეშფოთება გამოიწვია. ოფიციალური თბილისის შეფასებით, ეს წვრთნები რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება.
'ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რა შედეგი მოიტანა 2008 წელს ჩატარებულმა რუსულმა სამხედრო წვრთნებმა, რომელიც ამაზე ბევრად ნაკლები მასშტაბის იყო', - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels