Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> კანადა ავღანეთში სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

კანადის სამხედრო კონტინგენტი ავღანეთში სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას აღარ მიიღებს . 
გაზეტა.რუ-ს ცნობით, პარლამენტის გადაწყვეტილებით, კანადის სამხედრო კონტიგენტმა, რომელიც ამ დროისთვის ავღანეთში 2700 სამხედროს შეადგენს, ყანდაღარი უახლოეს კვირეებში უნდა დატოვოს. ივლისის ბოლომდე კანადაში 1900 სამხედრო დაბრუნდება. სამხედროების ნაწილი, კი ავღანეთში წლის ბოლომდე დარჩება. კანადელი სამხედროების ავღანეთიდან გამოსვლის პარალელურად, ოპერაციაში მათი მონაწილეობის ფორმაც იცვლება.
ქაბულში, მაზარი შარიფში და ჰერატში, 950 კანადელი სამხედრო ინსტრუქტორი 2014 წლამდე ავღანელ სამხედროების სწავლებებში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა საომარ მოქმედებებში არ ჩაერთვება. კანადამ ავღანეთში 9 წლის მანძილზე 158 სამხედრო დაკარგა.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels