Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> კვიპროსში ქართული სათვისტომო დაარსდა

წმინდა გიორგის სახელობის კვიპროსის ქ. პაფოსის ქართული სათვისტომო დაარსდა. სათვისტომოს მიზანია, პაფოსში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანება, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მათი საზოგადოებრივი, კულტურული და საგანმანათლებლო ინტერესების დაცვა. აგრეთვე, ქართული ენის, ადათ-წესების, ტრადიციების დაცვა-შესწავლა და ზოგადად ეროვნული კულტურის განვითარება.


ამ მიზნით დაარსდა საკვირაო სკოლა, სადაც ისწავლება ქართული ენა და ლიტერატურა, ასევე საქართველოს ისტორია. კვიპროსის სკოლების ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით, გაკვეთილები ტარდება ქ. პაფოსის ერთერთ სკოლაში. ორგანიზაციაში ისწავლება ქართული ცეკვები, ჩამოყალიბდა ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი 'ღალია'. ორგანიზაციის ცხოვრებაში, აქტიურ მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველები, ასევე საქართველოდან წასული ბერძნები.

presa.ge

მ.ბ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels