Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> “კო­სო­ვოს მო­დელ­ზე” სა­უ­ბა­რიც კი სა­ხი­ფა­თოა

გა­ზეთ 'რე­ზო­ნან­სის' 2013 წლის 18 მა­ი­სის ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნ­და სა­ა­გენ­ტო 'ინ­ტ­რეპ­რეს­ნი­უ­სის' მი­ერ სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გე­ნელ­თან რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კითხებ­ში, ზუ­რაბ აბა­ში­ძეს­თან ჩა­წე­რი­ლი ინ­ტერ­ვიუ.

მო­ვიყ­ვან ვრცელ ცი­ტა­ტას ამ ინ­ტერ­ვი­უ­დან: 'კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბის კუთხით, ჩე­მი აზ­რით, 'კო­სო­ვოს მო­დე­ლი', შე­საძ­ლოა, დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყოს აფხა­ზეთ­თან და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ამ მო­დე­ლის რამ­დე­ნი­მე ას­პექ­ტი: 1. კო­სო­ვო­ში გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­შ­ვი­დო­ბო ოპე­რა­ცია ნა­ტო-ს ეგი­დით, რო­მელ­შიც მრა­ვალ­მა ქვე­ყა­ნამ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა; 2. კო­სო­ვო­ში დაბ­რუნ­და ლტოლ­ვილ­თა უდი­დე­სი ნა­წი­ლი; 3. კო­სო­ვო თით­ქ­მის 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იმარ­თე­ბო­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის მი­ერ გა­ე­რო-ს მან­და­ტით; 4. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ერ­თ­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი აწარ­მო­ებ­დ­ნენ ამ რე­გი­ონ­ში სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის მო­ნი­ტო­რინგს; 5. გარ­და ამი­სა, ომის შე­დე­გე­ბის და­საძ­ლე­ვად და ადა­მი­ა­ნე­ბის ერ­თ­მა­ნეთ­თან და­სა­კავ­ში­რებ­ლად უამ­რა­ვი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და. ამის შემ­დეგ ჩა­ტარ­და რე­ფე­რენ­დუ­მი, რა­მაც ცნო­ბი­ლი შე­დე­გე­ბი გა­მო­ი­ღო. არა­ვი­თა­რი ამის მსგავ­სი არც აფხა­ზეთ­სა და არც ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში არ მომ­ხ­და­რა. სწო­რედ ამი­ტო­მაც მო­გახ­სე­ნეთ, რომ თუ­კი ჩვენს კონ­ფ­ლიქ­ტურ რე­გი­ო­ნებ­ში გა­და­იდ­გ­მე­ბო­და ანა­ლო­გი­უ­რი ნა­ბი­ჯე­ბი, ამ მხრივ 'კო­სო­ვოს მო­დე­ლი', ალ­ბათ, სრუ­ლი­ად მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბო­და. რა­ტო­მაც არა, ამის შემ­დეგ ჩა­ტარ­დეს რე­ფე­რენ­დუ­მი და უკ­ვე ხალ­ხ­მა გა­დაწყ­ვი­ტოს, რო­გორ სა­ხელ­მ­წი­ფო­ში სურს ცხოვ­რე­ბა.'

იმ­თა­ვით­ვე უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ბა­ტონ ზუ­რაბ აბა­ში­ძეს პა­ტივს ვცემ, რო­გორც გა­მოც­დილ პრო­ფე­სი­ო­ნალს დიპ­ლო­მა­ტი­ის სფე­რო­ში. ამას­თან, მეს­მის, რომ ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რი­ლია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის გან­ცხა­დე­ბის ფონ­ზე, რო­დე­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მი­ე­სალ­მა სერ­ბეთ­სა და კო­სო­ვოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბის მცდე­ლო­ბას, და, ამ­დე­ნად, სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გე­ნელს მო­უ­წია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის გან­ცხა­დე­ბის გან­მარ­ტე­ბა-კო­რექ­ტი­რე­ბა. ამი­ტომ ამ წე­რი­ლის მი­ზა­ნია არა ზუ­რაბ აბა­ში­ძის პო­ზი­ცი­ის კრი­ტი­კა, არა­მედ იმ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ საფ­რ­თხე­ებ­ზე მი­თი­თე­ბა, რაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში 'კო­სო­ვოს მო­დელ­ზე' სა­უ­ბარს, მით უმე­ტეს, გა­უ­აზ­რე­ბელს, შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყ­ვეს. წი­ნამ­დე­ბა­რე სტა­ტია მხო­ლოდ და­საწყი­სია წე­რი­ლე­ბის იმ სე­რი­ი­სა, რომ­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას ამ თე­მა­ზე ვა­პი­რებ.

ჯერ ვთქვათ, რა ფუნ­და­მენ­ტუ­რი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა კო­სო­ვო­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებს შო­რის: კო­სო­ვო­ში, რო­მელ­შიც სრუ­ლად ვრცელ­დე­ბო­და სერ­ბე­თის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი, 1999 წლის მარ­ტ­ში, გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ავ­ტო­რი­ზე­ბის გა­რე­შე, გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია ნა­ტო-ს ეგი­დით (რა­საც მარ­თე­ბუ­ლად აღ­ნიშ­ნავს ბა­ტო­ნი ზუ­რაბ აბა­ში­ძე), რომ­ლის მი­ზა­ნი იყო კო­სო­ვო­ე­ლი ალ­ბა­ნე­ლე­ბის ეთ­ნი­კუ­რი წმენ­დის შე­ჩე­რე­ბა. ეთ­ნი­კუ­რი წმენ­დის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში კი ბრა­ლი და­ე­დო სერ­ბე­თის ცენ­ტ­რა­ლურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას (ოფი­ცი­ა­ლურ ბელ­გ­რადს). შე­სა­ბა­მი­სად, ეთ­ნი­კუ­რი წმენ­დის მსხვერპლ კო­სო­ვო­ელ ალ­ბა­ნე­ლებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ჩა­რე­ვამ გზა გა­უხ­ს­ნა თვით­გა­მორ­კ­ვე­ვი­სა­კენ, რის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ცნობს ძი­რი­თა­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი აქ­ტე­ბი. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, მო­რა­ლი და სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში კო­სო­ვო­ე­ლი ალ­ბა­ნე­ლე­ბის მხა­რეს იყო, ხო­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი საზღ­ვ­რე­ბის შეც­ვ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბის დაშ­ვე­ბა მიჩ­ნე­ულ იქ­ნა, რო­გორც ეთ­ნი­კუ­რი წმენ­დის შე­ჩე­რე­ბი­სა და მი­სი შე­დე­გე­ბის აღ­მოფხ­ვ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა.

სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­რო რამ მოხ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე: ეთ­ნი­კუ­რი წმენ­და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა რუ­სეთ­მა და მის­მა მა­რი­ო­ნე­ტულ­მა რე­ჟი­მებ­მა სო­ხუმ­სა და ცხინ­ვალ­ში და არა იმ ცენ­ტ­რა­ლურ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ (ოფი­ცი­ა­ლურ­მა თბი­ლის­მა), რომ­ლის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი დღემ­დე ვრცელ­დე­ბა ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე. მო­რა­ლი და სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ეთ­ნი­კუ­რი წმენ­დის მსხვერპლ ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თ­ვე­ლე­ბის (თუმ­ცა იქ სხვა ეთ­ნო­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც მოყ­ვ­ნენ ამ წმენ­და­ში) და ცენ­ტ­რა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის - ოფი­ცი­ა­ლუ­რი თბი­ლი­სის მხა­რე­საა. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლია აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის 'და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა' იმი­ტომ, რომ ეს და­ა­კა­ნო­ნებ­და ეთ­ნი­კურ წმენ­დას, რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი საზღ­ვ­რე­ბის შეც­ვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბას. ბა­ტო­ნი ზუ­რაბ აბა­ში­ძე მარ­თა­ლია იმა­ში, რომ იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის თა­ვი­ანთ საცხოვ­რე­ბელ ად­გი­ლებ­ში ღირ­სე­უ­ლი და უსაფ­რ­თხო დაბ­რუ­ნე­ბის გა­რე­შე სა­უ­ბა­რი ყო­ველ­გ­ვარ თვით­გა­მორ­კ­ვე­ვა­ზე სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი ნონ­სენ­სია.

ვიდ­რე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 'და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის' არა­ღი­ა­რე­ბის ჩვე­ნე­უ­ლი პო­ლი­ტი­კის­თ­ვის 'კო­სო­ვოს მო­დელ­ზე' სა­უბ­რით გა­მოწ­ვე­ულ საფ­რ­თხე­ებ­ზე ვი­სა­უბ­რებ­დეთ, აუცი­ლე­ბე­ლია, თვა­ლი გა­და­ვავ­ლოთ მოვ­ლე­ნა­თა ჯაჭვს, რო­მელ­მაც მდგო­მა­რე­ო­ბა 2008 წლის 17 თე­ბერ­ვ­ლამ­დე - კო­სო­ვოს მი­ერ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მოცხა­დე­ბამ­დე - მი­იყ­ვა­ნა.

სერ­ბეთ­ში ნა­ტო-ს სამ­ხედ­რო კამ­პა­ნი­ას მოჰ­ყ­ვა კო­სო­ვო­დან სერ­ბე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გაყ­ვა­ნა და იქ ნა­ტო-ს სამ­ხედ­რო კონ­ტი­გენ­ტის, KFOR-ის ჩა­ყე­ნე­ბა. გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს რე­ზო­ლუ­ცია 1244 მხო­ლოდ ამის შემ­დეგ, 1999 წლის ივ­ნის­ში იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი. ამ დო­კუ­მენ­ტ­ზე მი­თი­თე­ბა მუდ­მი­ვად მოგ­ვი­წევს, აქ კი მის რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თად პა­რა­მეტრს აღ­ვ­ნიშ­ნავ: რე­ზო­ლუ­ცი­ამ და­ა­კა­ნო­ნა კო­სო­ვო­ში KFOR-ის არ­სე­ბო­ბა და და­ა­ფუძ­ნა გა­ე­როს დრო­ე­ბი­თი ად­მი­ნის­ტ­რა­ცია UNMIK, რო­მელ­საც, თა­ვის მხრივ, უნ­და და­ე­ფუძ­ნე­ბი­ნა და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა გა­ე­წია კო­სო­ვოს თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად შექ­მ­ნი­ლი გარ­და­მა­ვა­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბი­სათ­ვის. ბელ­გ­რად­სა და პრიშ­ტი­ნას შო­რის კონ­ფ­ლიქ­ტის სა­ბო­ლოო მოგ­ვა­რე­ბა, რე­ზო­ლუ­ცი­ის მი­ხედ­ვით, უნ­და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო 1999 წლის თე­ბერ­ვალ­ში საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ რამ­ბუ­ი­ე­ში ექ­ვ­სი სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან (აშშ, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო, საფ­რან­გე­თი, გერ­მა­ნია, იტა­ლია და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია) შემ­დ­გა­რი სა­კონ­ტაქ­ტო ჯგუ­ფის მი­ერ მხა­რე­ე­ბი­სათ­ვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი შე­თან­ხ­მე­ბის (ხე­ლი მო­ა­წე­რა პრიშ­ტი­ნამ, უარი თქვა ბელ­გ­რად­მა) პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით.

რამ­ბუ­ი­ეს შე­თან­ხ­მე­ბის პი­რო­ბე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებ­და 1999 წლი­დან სა­მი წლის შემ­დეგ სა­ერ­თა­შო­რი­სო შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბას, რო­მელ­ზეც უნ­და გან­საზღ­ვ­რუ­ლი­ყო კო­სო­ვოს სა­კითხის სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტის მე­ქა­ნიზ­მი იმის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და ხალ­ხის ნე­ბა, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და შე­სა­ბა­მი­სი ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის პო­ზი­ცია და რამ­დე­ნად კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად მი­უდ­გე­ბო­და კონ­ფ­ლიქ­ტის თი­თო­ე­უ­ლი მხა­რე რამ­ბუ­ი­ეს შე­თან­ხ­მე­ბის პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. ამა­ვე ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია ჰელ­სინ­კის სა­ბო­ლოო აქ­ტი, რაც ჩვე­ნი მომ­დევ­ნო ანა­ლი­ზის­თ­ვის ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­მარ­თ­ლებ­რივ დო­კუ­მენ­ტ­ში სა­უ­ბა­რია თვით­გა­მორ­კ­ვე­ვის უფ­ლე­ბა­ზე.

1244 რე­ზო­ლუ­ცია ით­ვ­ლე­ბა კო­სო­ვო­ზე სერ­ბე­თის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის შეზღუდ­ვი­სა და კო­სო­ვოს მი­ერ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის გა­ჩე­ნის საწყის წერ­ტი­ლად [მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­სო­ვოს სა­კითხ­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ქცე­ვა­ზე ცალ­კე წე­რი­ლია და­სა­წე­რი. აქ უბ­რა­ლოდ ვიტყ­ვი, რომ 1244 რე­ზო­ლუ­ცი­ის მი­ღე­ბამ­დე ნა­ტო-ს სამ­ხედ­რო კამ­პა­ნი­ის დაწყე­ბით და­სავ­ლეთ­მა ფაქ­ტის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა მოს­კო­ვი.]. ამ რე­ზო­ლუ­ცი­ით კო­სო­ვო­ზე სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი 'გა­და­ი­ბა­რა' UNMIK-მა, ხო­ლო ამ უკა­ნას­კ­ნელ­მა ნელ-ნე­ლა და­იწყო თა­ვად კო­სო­ვოს ად­გი­ლობ­რივ მმარ­თ­ვე­ლო­ბა­ზე ამის გა­და­ცე­მა. მა­გა­ლი­თად, 2001 წელს UNMIK-მა გან­საზღ­ვ­რა კონ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი ჩარ­ჩო, რომ­ლი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და კო­სო­ვო­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, პრე­ზი­დენ­ტის და­ნიშ­ვ­ნა და გარ­და­მა­ვა­ლი მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბა. ამ ჩარ­ჩო­თი ხა­ზი გა­ივ­ლო, რა კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი რჩე­ბო­და UNMIK-ის ხელთ და რა გა­და­დი­ო­და გარ­და­მა­ვა­ლი მთავ­რო­ბის ხელ­ში. ასე­ვე, 2004 წლის ნო­ემ­ბერ­ში UNMIK-მა გარ­და­მა­ვალ მთავ­რო­ბას და­მა­ტე­ბით სა­მი სა­მი­ნის­ტ­რო 'გა­და­უ­ლო­ცა'.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი თბი­ლი­სი შე­იძ­ლე­ბა შე­ვი­დეს მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­შ­ვი­დო­ბო მი­სი­ის (უსაფ­რ­თხო­ე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი კომ­პო­ნენ­ტით) დაშ­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ე­რი მან­და­ტი, რო­მე­ლიც ისეთ­სა­ვე ბზარს გა­ა­ჩენს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ცენ­ტ­რა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­ში, რო­გორც ეს სერ­ბე­თის შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს 1244-მა რე­ზო­ლუ­ცი­ამ გა­ა­ჩი­ნა, გარ­და­უვ­ლად იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი რუ­სე­თის მი­ერ სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­უქ­ცე­ვა­დი დე­ზინ­ტეგ­რა­ცი­ი­სათ­ვის. თუ გა­ვიხ­სე­ნებთ მოს­კო­ვის გან­ცხა­დე­ბას 2008 წლის ომის პირ­ველ დღე­ებ­ში, იგი აგე­ბუ­ლი იყო იმა­ვე ლო­გი­კა­ზე, რაც და­სავ­ლეთ­მა გა­მო­ი­ყე­ნა 1999 წლის მარ­ტ­ში ნა­ტო-ს სამ­ხედ­რო კამ­პა­ნი­ის და­საწყე­ბად.

კერ­ძოდ, მოს­კო­ვი აცხა­დებ­და, რომ მი­სი ინ­ტერ­ვენ­ცია მიზ­ნად ისა­ხავ­და: 1. შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ცენ­ტ­რა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის აგ­რე­სია ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ეთ­ნი­კუ­რად ოსუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ და აღეკ­ვე­თა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ცენ­ტ­რა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში ჩა­დე­ნი­ლი ეთ­ნი­კუ­რი წმენ­და, გე­ნო­ცი­დი და ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბი; 2. და­ეც­ვა სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბა­თა არე­ალ­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, და 3. და­ეც­ვა 1992 წლის სამ­შ­ვი­დო­ბო შე­თან­ხ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში მყო­ფი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სამ­შ­ვი­დო­ბო კონ­ტინ­გენ­ტი.

[მოს­კო­ვის ამ პო­ზი­ცი­ის უსა­ფუძ­ვ­ლო­ბას კარ­გად გან­მარ­ტავს ფლო­რენ­ცი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ყო­ფი­ლი იუგოს­ლა­ვი­ის სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრი­ბუ­ნა­ლის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი და მოგ­ვი­ა­ნე­ბით დარ­ფუ­რის სა­კითხ­ზე გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე ან­ტო­ნიო კა­სე­ზე სტა­ტი­ა­ში 'მგე­ლი, რო­მელ­მაც შე­ჭა­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო'. ამა­ვე სა­კითხ­ზე იხი­ლეთ პრო­ფე­სორ ლე­ვან ალექ­სი­ძის გან­მარ­ტე­ბე­ბი Weekend-ის 19 აპ­რი­ლის ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინეტ­რ­ვი­უ­ში 'ტა­ლი­ა­ვი­ნის მოხ­სე­ნე­ბა ჩვენ­თ­ვის სა­ში­ში არ არის' - http://24saati.ge/index.php/category/news/interview/2013-04-21/37394.html ]

მოს­კო­ვის მა­შინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­მართ მის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის შე­დე­გი, კრემ­ლის იმე­დით, უნ­და ყო­ფი­ლი­ყო გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს იმ­გ­ვა­რი რე­ზო­ლუ­ცია, რაც 1999 წელს იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი კო­სო­ვოს კონ­ფ­ლიქ­ტ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. სა­ბედ­ნი­ე­როდ, კრემ­ლის იმე­დე­ბი არ გა­მარ­თ­ლ­და.

აქ­ვე მკითხ­ვე­ლის ყუ­რადღე­ბა მინ­და მი­ვაქ­ციო კი­დევ ერთ დე­ტალს. კერ­ძოდ, 1244 რე­ზო­ლუ­ცი­ით შექ­მ­ნილ­მა UNMIK-მა და მის მი­ერ გან­საზღ­ვ­რულ­მა კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ურ­მა ჩარ­ჩომ ლე­გი­ტი­მა­ცია მი­ა­ნი­ჭა კო­სო­ვო­ში ჩა­ტა­რე­ბულ ყვე­ლა მომ­დევ­ნო არ­ჩევ­ნებს და იქ შექ­მ­ნილ მმარ­თ­ვე­ლო­ბის სტრუქ­ტუ­რებს. ქარ­თუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ის ერ­თი ფუნ­და­მენ­ტუ­რად აუცი­ლე­ბე­ლი ხა­ზი მუდ­მი­ვად უნ­და იყოს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი 'არ­ჩევ­ნე­ბის' სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის არა­ლე­გი­ტი­მუ­რად შე­ფა­სე­ბა რო­გორც თა­ვად ჩა­ტა­რე­ბის, ისე მი­სი შე­დე­გე­ბის თვალ­საზ­რი­სით [სტრას­ბურ­გ­ში ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ას­პექ­ტი იყო, აფხა­ზეთ­სა და ცხივ­ნა­ლის რე­გი­ონ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ასე­თი ფარ­სის შე­სა­ხებ ევ­რო­პის საბ­ჭოს მი­ნის­ტ­რ­თა კო­მი­ტე­ტის ან კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის გან­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბა].

ეს აუცი­ლე­ბე­ლია იმი­ტომ, რომ სო­ხუ­მი­სა და ცხინ­ვა­ლის მა­რი­ო­ნე­ტუ­ლი რე­ჟი­მე­ბის რა­მე­ნა­ი­რი ლე­გი­ტი­მა­ცია მიგ­ვიყ­ვანს ოფი­ცი­ა­ლურ თბი­ლის­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში მა­თი, რო­გორც მხა­რე­ე­ბად და­ფიქ­სი­რე­ბის მოთხოვ­ნას­თან (ამას ისი­ნი დღე­საც ითხო­ვენ, მაგ­რამ ჩვე­ნი პო­ზი­ციაა, რომ კონ­ფ­ლიქტს ჰყავს ორი მხა­რე - რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია და სა­ქარ­თ­ვე­ლო). თუ მათ ეს მოთხოვ­ნა გა­უ­ვათ რუ­სე­თის გა­ნუხ­რე­ლი ზე­წო­ლი­სა და სა­ერ­თ­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა­გან სა­ქარ­თ­ვე­ლოს მზარ­დი იზო­ლა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, რი­სი მოწ­მე­ნიც, სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ვართ, მა­შინ სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­ზინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა კი­დევ უფ­რო მო­ი­მა­ტებს.

კო­სო­ვო­ე­ლი ალ­ბა­ნე­ლე­ბის მუდ­მი­ვი მოთხოვ­ნის კვა­ლო­ბა­ზე, რომ გან­საზღ­ვ­რუ­ლი­ყო კო­სო­ვოს სა­ბო­ლოო სტა­ტუ­სი, 2006 წლის იან­ვარ­ში სა­კონ­ტაქ­ტო ჯგუ­ფის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტ­რებ­მა შე­ი­მუ­შა­ვეს ერ­თობ­ლი­ვი პო­ზი­ცია და აღ­ნიშ­ნეს, რომ კო­სო­ვოს სტა­ტუ­სის გან­საზღ­ვ­რი­სას მხედ­ვე­ლო­ბა­ში უნ­და იქ­ნეს მი­ღე­ბუ­ლი '1999 წლის მოვ­ლე­ნე­ბი და ეთ­ნი­კუ­რი წმენ­და და გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს 1244 რე­ზო­ლუ­ცი­ით შექ­მ­ნი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის გა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი'. იმა­ვე წლის ზაფხულ­ში, ამ პო­ზი­ცი­ის გან­მარ­ტე­ბი­სას, გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის სპე­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ფი­ნე­თის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტ­მა, მარ­ტი აჰ­ტი­სა­არ­მა გა­ნაცხა­და, რომ ბელ­გ­რა­დი ვერ გა­ექ­ცე­ვა პრე­ზი­დენტ მი­ლო­შე­ვი­ჩის მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბას, რო­მე­ლიც მხედ­ვე­ლო­ბა­ში უნ­და იქ­ნეს მი­ღე­ბუ­ლი კო­სო­ვოს სტა­ტუ­სის გან­საზღ­ვ­რი­სას.

თუმ­ცა, ამ წე­რილ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი სა­კითხე­ბის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბით მომ­დევ­ნო წე­რილ­ში ვი­სა­უბ­რებ, ამ­ჯე­რად ერ­თი გან­მარ­ტე­ბით და­ვას­რუ­ლებ. 'პრე­ზი­დენტ მი­ლო­შე­ვი­ჩის მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა­ში' იგუ­ლის­ხ­მე­ბა სწო­რედ 1999 წლის მოვ­ლე­ნე­ბი და ეთ­ნი­კუ­რი წმენ­და, რის გა­მოც მი­ლო­შე­ვი­ჩი ჰა­ა­გის ტრი­ბუ­ნა­ლის სკამ­ზე აღ­მოჩ­ნ­და. ნე­ბის­მი­ე­რი გან­ცხა­დე­ბა პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჰა­ა­გა­ში გა­სა­მარ­თ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე, რო­მე­ლიც სრუ­ლი აბ­სურ­დია სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თ­ლის თვალ­საზ­რი­სით და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში, 2008 წლის ომის დღე­ებ­ში გაცხა­დე­ბულ მოს­კო­ვის არ­გუ­მენ­ტა­ცი­ას ამ­ყა­რებს და ხელს უწყობს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას, 1244-ს მსგავ­სი რე­ზო­ლუ­ცია და­ა­ყე­ნოს გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, ან მათ სა­იხ­ლო­ვეს მომ­ხ­და­რი ნე­ბის­მი­ე­რი მომ­დევ­ნო სა­ხედ­რო პრო­ვო­კა­ცი­ის შემ­თხ­ვე­ვა­ში.

მოხ­დე­ბა თუ არა ამ­გ­ვა­რი პრო­ვო­კა­ცია, არა­ვინ უწყის, თუმ­ცა რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ჯა­რე­ბის ქმე­დე­ბა ბო­ლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დამ­შ­ვი­დე­ბის სა­ფუძ­ველს არ გვაძ­ლევს, მათ შო­რის არც სა­ერ­თ­შო­რი­სო-სა­მარ­თ­ლებ­რივ ჭრილ­ში.

24 საათი

ე.შ

 

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels