Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> კობა სუბელიანი 'ნაციონალური მოძრაობის' საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება

ლტოლვილთა და განსახლების უკვე ყოფილ მინისტრ კობა სუბელიანისთვის ამ დრომდე სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებიათ. 
თუმცა, როგორც 'ინტერპრესნიუსს' სუბელიანმა განუცხადა, 'ნაციონალური მოძრაობის' საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება. 
'ჩავერთვები არჩევნებში, რათა საზოგადოებამდე მივიტანოთ ამ ახალი პროგრამის სიკეთე, რაც თითოეულ ოჯახს უნდა შეეხოს', - განაცხადა სუბელიანმა. 
ამასთან, სუბელიანი მის შემცვლელს დალი ხომერიკს წარმატებებს უსურვებს და დარწმუნებულია, რომ ახალი მინისტრი უკეთესად გაართმევს თავს დარჩენილ საქმეებს. 
შეკითხვაზე, მოსალოდნელი იყო თუ არა მისთვის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება, სუბელიანმა აღნიშნა, რომ ამაზე არ უფიქრია. 
'ყველაფერს თანხმობას ვუცხადებ, რაც საქმეს სჭირდება და რაც ქვეყნისთვის იქნება უკეთესი', - განაცხადა კობა სუბელიანმა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels