Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> კოტე გაბაშვილი ელჩის თანამდებობას ტოვებს

საქართველოს ელჩი იტალიაში კოტე გაბაშვილი თანამდებობას ტოვებს. როგორც გაბაშვილი განმარტავს, მას ახალ ხელისუფლებასთან მუშაობა წარმოუდგენლად მიაჩნია, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს. მისივე თქმით, გადადგომის მოთხოვნით პრეზიდენტს წერილობითი თხოვნით უკვე მიმართა. ამასთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაია ფანჯიკიძე აღნიშნავს, რომ გაბაშვილის გადაწყვეტილების შესახებ ის ინფორმირებული იყო. ,,ბატონი კოტე გაბაშვილის განცხადება გუშინ წინ ვნახე, სადაც ამბობს, რომ პოლიტიკური მრწამსის გამო წარმოუდგენლად მიაჩნია ამჟამინდელ თანამდებობაზე დარჩენა. ეს განცხადება დაწერიალია პრეზიდენტის სახელზე. არჩევნებში ,,ნაციონალური მოძრაობა' დამარცხდა. ახლი მთავრობა ჩამოაყალიბა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრია, მან მოიგო არჩევნები და სრულიად ბუნებრივია ის ხალხი ვინც თავს ,,ნაციონალური მოძრაობის' წევრად გრძნობდა ტოვებს თანამდებობებს ', _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

epn.ge

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels