Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ლაშა ნაცვლიშვილი - პროკურატურაში ჩემი გადასვლის უპრიანობა დისკუსიების დროს გამოიკვეთა

შს მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას დღეიდან შეუდგება. ამის შესახებ 'ინტერპრესნიუსს' თავად ნაცვლიშვილმა განუცხადა. მისივე განმარტებით, ახალ თანამდებობაზე სხვადასხვა უწყებებში მიმდინარე გამოძიებებზე საპროცესო ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას განახორციელებს.
'კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ჩემი წარდგენა გუშინ თავად მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის მიერ მოხდა. დღეიდან უკვე შემეძლება შევუდგე მუშაობას, უბრალოდ რამდენიმე ტექნიკური საკითხი მაქვს მოსაგვარებელი - ოთახი და ა.შ. გავუძღვები გამოძიებას, როგორც საკუთრივ საქართველოს პროკურატურის ცენტრალურ აპარატში, ისე პროკურატურის ორგანოების ტერიტორიულ დანაყოფებში, ასევე საპროცესო ხელმძღვანელობას განვახორციელებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებზე', - განმარტა ლაშა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან მისი ახალ თანამდებობაზე გადანაცვლების გადაწყვეტილების უპრიანობა დისკუსიების დროს გამოიკვეთა და სამართალდამცავი ბლოკის ერთობლივი ინიციატივა იყო.
'შორს არ მივდივარ, პროკურატურაშიც ჩემი საკურაციო სფერო რჩება ის, რასაც ზედამხედველობას ვუწევდი შსს-შიც', - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
ლაშა ნაცვლიშვილი 30 ოქტომბერს შს ახალმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის მოადგილედ წარადგინა. გასული ერთი თვის განმავლობაში მას სწორედ ეს თანამდებობა ეკავა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels