Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ლევან გაჩეჩილაძე: ბუშის ადმინისტრაციამ ქართველ ხალხს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება წაართვა

 

ქართული პარტიის თანათავმჯდომარის ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით 2008 წელს ბუშის ადმინისტრაციამ ქართველ ხალხს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება წაართვა.

მისი თქმით, იმ წელს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში განმარჯვება სწორედ მან - გაჩეჩილაძემ მოიპოვა. ბუშის ადმინისტრაციამ კი ეს გამარჯვება წაართვა და ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს.

'საპროტესტო აქციას ვმართავთ იმისთვის, რომ აშშ-ის მთავრობამ შეწყვიტოს მხარდაჭერა სააკშვილის რეჟიმის მიმართ. შეუწყოს ხელი დემოკრატიის განვითარებას და ჩვენ ამ საპროტესტო აქციებით ვთხოვთ, რომ უფრო მეტი გააკეთონ ქართველი ხალხის მიმართ და არა საქართველოს მთავრობის მიმართ' - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

აშშ-ის საელჩოსთან აქცია რამდენიმე წუთში დაიწყება. „ქართული პარტია' აკრიტიკებს აშშ-ს მთავრობას. „ქართული პარტია' აცხადებს, რომ აშშ-ს მთავრობა საქართველოს თავისუფალი არჩევანის გაკეთბის საშუალებას ართმევს.

ჯი-ეიჩ-ენი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels