Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ლევან ვეფხვაძე - პარლამენტში სამი პარტია შედის

NDI-ის გამოკითხვის შედეგებით პარლამენტში სამი პარტია შედის: 'ნაციონალური მოძრაობა', 'ბიძინა ივანიშვილის კოალიცია' და 'ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა', - ამის შესახებ ჟურნალისტებს 'ქრისტიან-დემოკრატების' წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ გუშინ, NDI-ის ოფისში კვლევების გაცნობის   შემდეგ განუცხადა.
როგორც ვეფხვაძემ აღნიშნა, ლიდერებს შორის გამოკითხვებშიც 'ქრისტიან-დემოკრატების' წარმომადგენლები არიან წინა პლანზე. კერძოდ, ინგა გრიგოლიას და გიორგი თარგამაძის რეიტინგი უსწრებს ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში შემავალი ლიდერების, მათ შორის  - ბიძინა ივანიშვილის რეიტინგს მოწონების საკითხში.
'ამდენად, ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ნამდვილად გვაქვს საბაბი ოპტიმიზმისთვის, მიუხედავად სკეპტიციზმისა და მსურველებისა, რომ მომავალ პარლამენტში მხოლოდ ორი პარტია იყოს, ეს არ მართლდება და ამ გამოკითხვის შედეგებით, მომავალ პარლამენტში სამი პარტია შედის', - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
რაც შეეხება კონკრეტულ რეიტინგებს და გამოკითხვის შედეგებს, მისი თქმით, ამ სახის ინფორმაციას ჯერჯერობით ისინი ვერ გაავრცელებენ.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels