Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ლიბიას გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ლიბიას ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერა. 'იტარ-ტასის' ცნობით, გადაწყვეტილებას მხარი ყველა წევრმა დაუჭირა . რეზოლუციის მიღებისას მათ ლიბიაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გამო შეშფოთება გამოთქვეს.
მსგავსი რამ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ისტორიაში პირველად მოხდა. როგორც სიტყვით გამოსვლისას გაერო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, სიუზენ რაისმა განაცხადა, მისთვის, ვინც იარაღს საკუთარი ხალხის მისამართით იყენებს, ადამიანის უფლებათა საბჭოში ადგილი არ არის.
'მუამარ კადაფიმ ამოწურა ქვეყნის მართვის უფლება და ვალდებულია, წავიდეს', - განაცხადა რაისმა.
ლიბიაში ადამიანების დაღუპვისა და მიმდინარე რეპრესიების გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა. მისი თქმით, ლიბია საბჭოს წევრი ისევ გახდება, თუმცა, მას შემდეგ, რაც იქ ძალადობა შეწყდება.
ლიბიაში სამოქალაქო ომია. მუამარ კადაფის გადადგომის მოთხოვნით ქუჩაში გამოსულ დემონსტრანტებს ავიაციიდან ბომბავენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესვრიან. აქციის მონაწილეებს ცეცხლი ტყვიამფრქვევებიდანაც გაუხსნეს.
საერთაშორისო ორგანიზაციების ცნობით, დაღუპულია 2000-მდე და დაჭრილია 5000-ზე მეტი ადამიანი.

'ინტერპრესნიუსი'

შ.კ.

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels