Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ლიბიაში აშშ-ს საელჩოზე თავდასხმა შესაძლოა, 'ჯიჰადისტთა' დაჯგუფების მიერ იყო ორგანიზებული

ამერიკის შეერთებული შტატები ეჭვობს, რომ ლიბიაში მის საკონსულოზე თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი იყო. BBC-ის ინფორმაციით , ოფიციალური პირების ვარაუდით, თავდამსხმელები პროფესიონალები უნდა ყოფილიყვნენ. არსებული ვერსიით, ლიბიის ქალაქ ბენღაზიში აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმის უკან შესაძლოა 'ჯიჰადისტთა' დაჯგუფება იდგეს.
აღსანიშნავია, რომ აშშ-მ ლიბიის სანაპიროებთან უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ორი ხომალდი გაგზავნა.
ბენღაზიში აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმა 11 სექტემბერს განხორციელდა. თავდასხმა ოთხი ამერიკელი დიპლომატი, მათ შორის ლიბიაში ამერიკის ელჩი კრისტოფერ სტივენსი ემსხვერპლა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels