Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ლიბიის ოპერაციაში დღეს ბელგია ჩაერთვება

ლიბიის ოპერაციაში დღეიდან ბელგიაც ჩაერთვება, - ამის შესახებ 'გაზეტა.რუ' ქვეყნის თავდაცვის მინისტრ პიტერ დე კრემის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება .
მისი თქმით, დანიური მხარე ოპერაცია 'ოდისეის განთიადის' ხელმძღვანელობას F-16-ის ტიპის 6 ავიაგამანდგურებელს და 250 სამხედროს შესთავაზებს. ასევე, ოფიციალური კოპენჰაგენი კოალიციურ ძალებს სპეციალური დანიშნულების ხომალდ 'ნარცისს' შესთავაზებს, რომელიც ეძებს, პოულობს და ანადგურეს საზღვაო ნაღმებს.
ამჟამად კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და კანადა ახორციელებს. ოპერაციაში გარკვეული სახით ჩართვის სურვილი გამოთქვა ესპანეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა, ყატარმა და თურქეთმა.

'ინტერპრესნიუსი'

შ.კ.

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels