|
ლიბიის ოპოზიციის ლიდერი ამბოხებულების მარცხს აღიარებს. ლიბიის ოპოზიციური ძალების ფინანსთა მინისტრმა ალი ტარკუნმა ლიბიაში მიმდინარე მოვლენები ოპოზიციის მარცხად შეაფასა. ამის შესახებ ტელეკომპანი 'ალ არაბია' იუწყება. ალი ტარკუნის თქმით, ლიბიის ოპოზიციას ფულადი რესურსი აღარ აქვს. ტარკუნმა დასავლეთის ქვეყნები თავიანთი დაპირებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. 'დასავლეთმა ამბოხებულებს სასწრაფო ფინანსური დახმარება არ გაუწია', - განუცხადა 'ალ არაბიას' ალი ტარკუნმა.
ინტერპრესნიუსი
ე.შ
|
|
Related posts
|
|
|
|