|
ბენღაზიში აშშ-ის ელჩის მკვლელობის შემდეგ ლიბიის სანაპიროებისკენ ორი ამერიკული ხომალდი გაგზავნეს.
გემებზე 50 საზღვაო ქვეითი იმყოფება. ისინი ლიბიაში ამერიკელი დიპლომატების უსაფრთხოებას დაიცავენ.
ხომალდები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან.
მათგან ერთი - USS Laboon უკვე დგას ლიბიის სანაპიროსთან, მეორე - USS McFaul კი ჯერჯერობით გზაშია და დისლოკაციის ადგილზე უახლოეს დღეებში ჩავა.
Internet.ge
ე.შ
|
|
Related posts
|
|
|
|