Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ლიბიის ყოფილი მინისტრი ნატო-ს საჰაერო დარტყმების განხორციელებაში ეხმარება

ლიბიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მუსა კუსა, რომელიც დიდ ბრიტანეთში გაიქცა, ლიბიის სასიცოცხლო ობიექტებზე ავიადარტყმების განხორციელებაში ნატო-ს ეხმარება . ამის შესახებ 'გარდიანი' წერს. 
გამოცემის ინფორმაციით, მუსა კუსა ნატო-ს ავიადარტყმების იმ ობიექტებზე განხორციელებაში ეხმარება, სადაც შესაძლოა კადაფი თავს აფარებდეს. გამოცემის ინფორმაციით, მუსა კუსამ კარგად იცის საიდუმლო ობიექტების ადგილი, რომელთაგან ერთ-ერთში ექს-საგარეო საქმეთა მინისტრის ვარაუდით, კადაფი იმალება. ამასთან, ბრიტანელი სამხედროები უკვე საუბრობენ ლიბიის ინფრასტრუქტურაზე ავადარტყმებისა და სამხედრო ოპერაციის გაფართოებაზე. 
'ამჟამად, ნატო ლიბიის ინფრასტრუქტურაზე შეტევას არ ახორციელებს, მაგრამ თუკი ჩვენ გვსურს, კადაფის რეჟიმზე ზეწოლა გავაძლიეროთ, მაშინ სერიოზულად უნდა განვიხილოთ ფართომასშტაბიანი შეტევის შესაზლებლობები'. - განაცხადა გენერალმა დევიდ რიჩარდსმა, რომელიც დიდი ბრიტანეთის გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობს. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels