Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ლონდონის ოლიმპიადაზე ქართული დელეგაცია მედლების მოლოდინშია

ლონდონის ოლიმპიადაზე ჩასული ქართული დელეგაცია მედლების მოლოდინშია. როგორც რადიო 'პალიტრას' ლონდონში მყოფმა გაზეთ 'ლელოს' მთავარმა რედაქტორმა თენგიზ გაჩეჩილაძემ განაცხადა, ქართული დელეგაცია ოლიმპიურ სოფელში თვალსაჩინო ადგილას არის განთავსებული.
რაც შეეხება განწყობას, გაჩეჩილაძის თქმით, განწყობა საბრძოლოა და ქართული დელეგაცია იმედოვნებს, რომ ქართველი სპორტსმენები წარმატებულად იასპარეზებენ.
თენგიზ გაჩეჩილაძის განცხადებით, საქართველოს ოლიმპიური ნაკრებიდან დღეს ლონდონის ოლიმპიადაში პირველი მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა ჩაერთვება. 'თვითონ ქრისტინეს ოპტიმისტური განწყობა აქვს და ამბობს, რომ მხოლოდ ოქროს მედლისთვის იბრძოლებს', - დასძინა გაჩეჩილაძემ.
აღსანიშნავია, რომ ლონდონის ოლიმპიადა რიგით მეშვიდე ზაფხულის ოლიმპიადაა, რომელსაც თენგიზ გაჩეჩილაძე ესწრება.  მის სატელეფონო ჩართვებს რადიო 'პალიტრა'  (FN 103,9) სისტემატურად შემოგთავაზებთ.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels