Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ლონდონში Wembley-ის სტადიონის გასაღები დაიკარგა

ლონდონში Wembley-ის სტადიონის გასაღები დაიკარგა, სადაც ფეხბურთში ოლიმპიური თამაშების 9 მატჩი უნდა გაიმართოს.

როგორც BBC იუწყება, გასაღები პოლიციას გადაეცა, რომელსაც არენაზე უსაფრთხოება უნდა უზრუნველეყო. ამჟამად კი მისი ადგილმდებარეობა უცნობია.

პოლიცია ვარაუდობს, რომ გასაღები თანამშრომელთა უყურადღებობის გამო დაიკარგა და მოპარვის ვარიანტი არ განიხილება.

ჯერჯერობით უცნობია, რა დაუჯდებათ ორგანიზატორებს სტადიონის გასაღების ასლის დამზადება, თუმცა შესაძლოა მისმა ღირებულებამ ათობით ათასი დოლარი შეადგინოს.

Internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels