Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> 'მაგთიკომის' მხარდაჭერით რეზო ჩხეიძის შესახებ წიგნი გამოიცა

კომპანია 'მაგთიკომის' მხარდაჭერით რეზო ჩხეიძის შესახებ წიგნი გამოიცა. წიგნის - 'რეზო ჩხეიძე - კინოს დიდ გზაზე', პრეზენტაცია 'მაგთიკლუბში' დღეს გაიმართება .
პროექტის ავტორია ნანა ჯანელიძე. წიგნის შემდგენლები ნანა ჯანელიძე და ნინო ნატროშვილი. წიგნი ასახავს როგორც რეზო ჩხეიძის ბიოგრაფიას, ისე მე-20 საუკუნის საქართველოს სულიერ და კულტურულ ცხოვრებას. წიგნი იძლევა ენციკლოპედიურ ცნობებს კინოსტუდია 'ქართულ ფილმზე'.
წიგნი გამოიცა ეროვნული კინოცენტრის და კომპანია ~მაგთიკომის'' მხარდაჭერით. წიგნის გამოცემაში მონაწილეობა მიიღო ასევე ქართული ფილმის განვითარების ფონდმა. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს ეროვნული არქივი და ქართული ფილმი.

'ინტერპრესნიუსი'

შ.კ.

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels