Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მაია ფანჯიკიძე ვაშინგტონშო ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. 

მაია ფანჯიკიძე აშშ-ის სხელმწიფო დეპარტამენტში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ის სენატსა და კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში. როგორც ჟურნალისტებთან მაია ფანჯიკიძემ განაცხადა ის გეგმავს ამერიკულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიებთან დაკავშირებით აშშ-ის მაღალჩინოსნებთან საუბარს და საქართველოში არსებული რეალობის გაცნობას.

,,განხილული იქნება ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები. Aამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და განხილული იქნება სტრატეგიული ქარტიის მუშაობის საკითხები. Gგარდა ამისა სხვა ისეთი თემებიც, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის მაგალითად ნატოში ინტეგრაცია, რუსეთთან ურთიერთობა', _განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ მაია ფანჯიკიძე აშშ-ში 28 ნოემბერს გაემგზავრა. ამერიკაში ვიზიტის დასრულების შემდეგ იგი მექსიკაში, ბრიუსელსა და შემდეგ დუბლინში გაემგზავრება. საქართველოში კი რვა დეკემბერს დაბრუნდება.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels