Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მაია ფანჯიკიძე ჯონ მაკკეინს შეხვდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ამერიკელ სენატორს ჯონ მაკკეინს შეხვდება. დაგეგმილია მაია ფანჯიკიძის მარშალის ფონდში სიტყვით გამოსვლაც. 

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი,,ვაშინგტონ პოსტის' ჟურნალისტებსაც შეხვდება. როგორც ჟურნალისტებთან მაია ფანჯიკიძემ აშშ-ში ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა ამერიკა აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და რჩება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. 
,,აბსოლუტურად ყველა ვისთანაც შეხვედრები გვქონდა საქართველოს დაუდასტურა ერთგულება, მეგობრობა, თანამშრომლობის სურვილი და აღნიშნა პროგრესი ამ ურთიერთობებში', - განაცხადა ჟურნალისტებთან მაია ფანჯიკიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, საქართველოში მიმდინარე დაკავებები უნდა იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე. 
შეგახსენებთ, რომ ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში მაია ფანჯიკიძე უკვე შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს, პრეზიდენტ ობამას მრჩეველს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სენატორ ვენ კარდინსა და რესპუბლიკელ სენატორს დევიდ რეიენსაც ესაუბრა.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels