Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მაია ფანჯიკიძე - თამარ ბერუჩაშვილის კანდიდატურას პრეზიდენტი ხელს არ აწერს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე წარდგენილი თამარ ბერუჩაშვილის კანდიდატურას პრეზიდენტი ხელს არ აწერს. 
ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ განუცხადა. მისი თქმით, ხელმოსაწერად დოკუმენტი პრეზიდენტს დაახლოებით ორი კვირის წინ გაეგზავნა, თუმცა დღემდე ხელმოწერილი არ არის. 
თამარ ბერუჩაშვილი ამ დრომდე ევროპულ და ევროატალანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტზე მუშაობდა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels