Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მაია ფანჯიკიძე - რუსეთის საკითხი გორდონთან საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა რუსეთის საკითხზე იმსჯელეს. 
როგორც ფანჯიკიძემ განაცხადა, რუსეთის საკითხი საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე.
'ჩვენ ბატონ გორდონს ავუხსენით, თუ რას ნიშნავს სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა, როგორი რეაქციები იყო მის დანიშვნაზე მოსკოვიდან. ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ ეს მეორე არხი, რომელიც გვინდა გავხსნათ რუსეთთან ურთიერთობაში, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ჟენევის პროცესს რაიმე საფრთხე დაემუქრება. პირიქით, ჟენევის პროცესი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფორუმი, რომელიც ჩვენ გვაქვს რუსეთთან ურთიერთობისთვის და ამ ფორუმის შენარჩუნებისთვის გაკეთდება აბსოლუტურად ყველაფერი. ეს იქნება დამატებითი არხი იმისთვის, რომ რაღაც სახის ურთიერთობა დამყარდეს რუსეთთან', - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით ფილიპ გორდონთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს ნატო-სთან ურთიერთობის საკითხები და ავღანეთის მისიაში საქართველოს მონაწილეობა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels