Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მაია ფანჯიკიძე: რუსეთი არის საქართველოს ოკუპანტი ქვეყანა

საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, რუსეთი არის საქართველოს ოკუპანტი ქვეყანა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობები იქამდე არ აღდგება, სანამ ეს ფაქტები იარსებებს.

როგორც ყოფილ მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ ფანჯიკიძემ განაცხადა,  ჟენევის ფორმატი აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს, რადგან ის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვენლოვანია.

ფანჯიკიძის განმარტებით, ყველაზე დიდი მიზანი, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა.

„საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. რუსეთი არის საქართველოს ოკუპანტი ქვეყანა, მას აქვს ორი საელჩო სოხუმსა და ცხინვალში და ვიდრე ეს ფაქტი იარსებებს, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აღდგება. მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, დიალოგის აღდგენა შესაძლებელია ისევე, როგორც წინა ხელისუფლებამ სხვადასხვა თემაზე რუსეთთან თანამშრომლობა მოახდინა',- განაცხადა ფანჯიკიძემ.

internet.ge

ე.შ

 

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels