Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მაია ფანჯიკიძე: სააკაშვილი გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების მოწვევით უცხოელი მეგობრებისთვის თვალის ახვევას ცდილობს

'ქართული ოცნების' პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების მოწვევით უცხოელი პარტნიორებისთვის თვალის ახვევას ცდილობს. ამის შესახებ ფანჯიკიძემ ტრადიციულ ბრიფინზე განაცხადა.

'ის, რომ სააკაშვილი არჩევნებში გრძელვადიანი საერთაშორისო მონიტორების მოწვევას საკუთარ თავს მიაწერს და ამით თითქოს სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის იღწვის, სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისა და უცხოელი მეგობრებისთვის კიდევ ერთხელ თვალის ახვევა', _ განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისი თქმით, სადამკვირვებლო მისიების მოწვევაში დიდი წვლილი შეიტანა პოლიტიკურმა ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა.

'ცნობილია, რომ სააკაშვილი ამას საერთოდ არ აპირებდა და სინამდვილეში გრძელვადიანი საერთაშორისო მონიტორების მოწვევაში უდიდესი ძალისხმევა მიუძღვის არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციურ პარტიებსა და უცხოელ მეგობრებს',_ აღნიშნა ფანჯიკიძემ.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels