Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მაია ფანჯიკიძე: 27 მაისისთვის სერიოზულად ვემზადებით

ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე, 27 მაისს დაანონსებულ აქციაზე პროვოკაციას არ გამორიცხავს.

ამის შესახებ განცხადება ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, შესაძლებელია სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები პოლიციას დაუპირისპირდნენ, რათა აქციაზე სიტუაციის დაძაბვა მოხდეს.

„ჩვენი თავდაცვის მექანიზმი კი არის საჯაროობა და გამჭვირვალობა. იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად ჩაივლის, ვინაიდან 27 მაისისათვის სერიოზულად ვემზადებით,' - განაცხადა ფანჯიკიძემ.

აქციაზე ხალხის სატელეფონო ზარების მეშვეობით მიწვევა, პრესსპიკერმა უარყო: „ჩვენ მოწოდებებს ვაკეთებთ სხვადასხვა არხებისა და რეკლამების საშუალებით და ვფიქრობთ, დამატებით სატელეფონო ზარები საჭირო არ არის. თუმცა ზარები ერთ-ერთი მეთოდია და თუ ვინმე ამას თავისი ინიციატივით აკეთებს, ამ ფაქტზე ინფორმაციას არ ვფლობ,' - განაცხადა ფანჯიკიძემ.

internet.ge 

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels