Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მამუკა ახვლედიანი სიმართლის თქმას აპირებს

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დაკითხვა განახლდა. მამუკა ახვლედიანი ფინანსთა სამინისტოროს საგამოძიებო სამსახურში დილიდან იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიების კითხვები ამჯერადაც რიყის გასხვისებისა და კვლავ შესყიდვის ფაქტს შეეხება. მამუკა ახვლედიანი გამოძიებას ჩვენებას უკვე მეოთხე დღეა აძლევს. მისი დაკითხვა გუშინ 4 საათს გაგრძელდა. საგამოძიებო სამსახურთან მამუკა ახვლედიანის მხარდასჭერად თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლები არიან შეკრებილნი. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დაკითხვაზე დაბარებას პოლიტკურ დევნას უწოდებს. 

'დღეს დაკითხვის უკვე მესამე რაუნდია, თუმცა რამდენი დღეც არ უნდა იყოს საჭირო, მე ჩვენების მიცემისთვის ამჯერადაც მზად ვარ. გამოძიებას მივაწვდი ინფორმაციას ყველა ეპიზოდზე, ყველა დღეზე და ყველა საკითხზე. ვიტყვი სიმართლეს ყველა ყველა თემასთან დაკავშირებით, რათა ერთხელ და სამუდამოდ ნათელი მოეფინოს ამ საკითხს და რაც ყველაზე მთავრია, საზოგადოების მიერ დასმულ ყველა კითხვაზე იყოს ამომწურავი პასუხი გაცემული', - განაცხადა დაკითხვაზე შესვლამდე მამუკა ახვლედიანმა.

ივერონი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels