Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლას საქართველოს საპატრიარქოდან 100 მომლოცველი დაესწრება

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლას საქართველოს საპატრიარქოდან 100 მომლოცველი დაესწრება . როგორც 'ინტერპრესნიუსს' საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, იერუსალიმში წელს მომლოცველთა ორი ჯგუფი წავა, რომელთა შორის სასულიერო პირებიც არიან. პირველი ჯგუფი თბილისიდან იერუსალიმში დღეს გაფრინდება, მეორე ჯგუფი _ 12 აპრილს. გარდა ამისა, მომლოცველები საქართველოდან იერუსალიმში კერძო ტურისტული კომპანიების მეშვეობითაც მიემგზავრებიან. 
უფლის აღდგომის ტაძარში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასულები წელს ზეციური, უნივთო ცეცხლის გადმოსვლას 14 აპრილს ელოდებიან. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი საგანგებო ლოცვებს შეასრულებს. 
მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels