Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მედვედევი რუსეთ-საქართველოს ომზე

რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა გუშინ გამართულ პრეს კონფერენციაზე 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ისაუბრა. პრეზიდენტობის სამწლიანი პერიოდის მანძილზე მის მთავარ მიღწევებზე საუბრისას, მედვედევმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად „დაზუსტებული საგარეო პოლიტიკური კურსი“ დაასახელა. მისი თქმით, ამგვარმა კურსმა მთელ რიგ სახელმწიფოებთან „დაძაბულობის შესუსტება“ გამოიწვია.
 
 „ამასთან ერთად, ჩვენ შევძელით საკუთარი თავის დაცვა და დღესაც შეგვიძლია თავის დაცვა. შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენული მიდგომები,“ აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა „მე მხედველობაში მაქვს ყველაზე რთული მოვლენები, მათ შორის 2008 წლის მოვლენებიც. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის, რათა ის არ დაშლილიყო, და რომ თავი ძლიერად ეგრძნო. რა ინტერპრეტაციაც არ უნდა მიეღო ამ მოვლენებს სხვა ქვეყნებში, ეს მნიშვნელოვანი იყო, პირველ რიგში ჩვენთვის,“ დასძინა მედვედევმა.

ტაბულა

მ.ბ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels