Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მილან შტეხი: ვეჭვობ, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხი ჩიკაგოს სამიტზე არ გადაწყდება

ჩეხეთის სენატის თავმჯდომარე, მილან შტეხი ეჭვს გამოთქვამს, რომ ნატოში  საქართველოს გაწევრიანების საკითხი ჩიკაგოს სამიტზე არ გადაწყდება.

მილან შტეხი დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს შეხვდა, რის შემდეგაც ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.

როგორც ქართველ ჟურნალისტებს შტეხმა განუცხადა, ბუქარესტის სამიტი საქართვლოსთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან იქ საქართველოსთან მიმართებაში  გარკვეული პოზიცია დაისახა, რომ ქვეყანა ნატოს წევრი უნდა გახდეს.

„ეჭვს გამოვთქვამ, რომ ჩიკაგოს სამიტზე, ამის გადაწყვეტა სწრაფად არ მოხდება, ანუ საქართველო ნატოს წევრი უცებ არ გახდება, თუმცა, ეს იქნება იმ მხარდაჭერის დაფიქსირება, რომ საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს', - დასძინა მან.

ამას გარდა, შტეხმა გამოსვლისას ყურადღება - ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა.

Internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels