Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მიხეილ სააკაშვილის იტალიაში ვიზიტი გრძელდება

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რომში ვიზიტის ფარგლებში დღეს ვენეციაში გაემგზავრება და ბერლინალეს დაესწრება.

ცნობილია, რომ ვენაციაში საკუთარ ნამუშევრებს თამარ კვესიტაძე წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი რომში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

პრეზიდენტი რამდენიმე ქვეყნის ლიდერსაც შეხვდა. მიხეილ სააკშვილსა და  ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეის საუბრის მთავარი თემები აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შემდგომი ურთიერთობების განვითარება და ევროინტეგრაციის პროცესი იყო. მხარეები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკების  საკითხსაც შეეხნენ და რეგიონში არსებული ზოგადი ვითარებაც მიმოიხილეს.

დღის ბოლოს მიხეილ სააკაშვილი ჩილეს პრეზიდენტ სებასტიან პინიერას შეხვდა. ლიდერებმა საერთაშორისო ურთიერთობის ფართო სპექტრი განიხილეს და ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების შესახებ ისაუბრეს. 

მიხეილ სააკაშვილმა იტალიის რესპუბლიკის გაერთიანების 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმიც შეაფასა, რომელშიც ქართველი ოფიცრებიც მონაწილეობდნენ.

მოგვიანებით, იტალიის პრეზიდენტის სასახლეში მიღება გაიმართა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი მეუღლესთან, სანდრა რულოვსთან ერთად ესწრებოდა.

ჯეონიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels